სიახლენი

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „სოციალური პოლიტიკის საკითხები“
2016 წლის 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლამ უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტთან ერთად ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამის - „სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის საფუძვლები“, ორთვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მოაწყო თემაზე - „სოციალური პოლიტიკის საკითხები“, სადაც სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს და წარმოაჩინეს სახელმწიფოსთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის მათეული ხედვა.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა, სტუდენტებს პროგრამის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი ზურაბ ჯიბლაძე სასწავლო პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა მსმენელებს და მათ შემდგომი პროფესიული ზრდა-განვითარება უსურვა.
ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამის განხორციელება, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო მმართველობითი ამოცანების, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხთა ვრცელ თემატიკას მოიცავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლამ 2015 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.


პოლიტიკური მოვლენები

წესდება

ეს დებულება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) ჟიული შარტავას ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სადოქტორო სკოლის (შემდგომში „სკოლა“) მიზნებსა და ამოცანებს, სკოლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ... ვრცლად


თვითგანვითარების პროგრამები

ჟიული შარტავას ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სადოქტორო სკოლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფორმალური განათლებაა....

სახელმწიფო მართვის კვლევითი ცენტრი

სკოლის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი ამოცანები: პირველი: შექმნას სახელმწიფო მართვის კვევითი ცენტრი, სადაც,  საქართველოს...

დოქტორანტთა სერვის ცენტრი

ცენტრის ძირითადი ფუნქციაა: სკოლის დოქტორანტთა სამეცნიერო კვლევების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა; დოქტორანტების სამეცნიერო...

კვალიფიკციის ამაღლების კურსები

ჟიული შარტავას  ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სადოქტორო სკოლაში ახალგაზრდა პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მომზადების, პროფესიული...

ელექტრონული
ბიბლიოთეკები